გაკვეთილის გეგმები



                                                    გაკვეთილის გეგმ

გაკვეთილის თემა
მეტალები, არამეტალები
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
 ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმია, გეოგრაფია და ისტორი
საბაზო--  მეცხრე  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
32
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები  შეძლებენ ინფორმაციის  მოძიებას  და პრეზენტაციას  კლასის   წინაშე  ქიმიაში, გეოგრაფიაში და ისტორიაში. გამოიუშავებენ  ექსპერიმენტის და კვლევის  ჩატარების   უნარ-ჩვევას, გეოგრაფიაში  იმუშავებენ  კონტურულ  რუკებზე, განსაზღვრავენ  საქართველოში  გავრცელებულ ნივთიერებებს და გააკეთებენ დასკვნებს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქიმ.IX.5მოსწავლეს  შეუძლია  მეტალთა და არამეტალთათვისებების  კვლევა .
შეუძლია  ზუსტად განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.  განასხვავებენ ფუძე და მჟავა  ოქსიდებს  და მათ  თვისებებს.
ისტორია.IX მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვაისტორიული  ეპოქის საქართველოში ეკონომიკური  ურთიერთობის  განვითარება.
მსჯელობენ თუ როგორ  იცვლებოდა საქართველოში  სოფლის მეურნეობა სამეურნეო ტექნიკის განვითარებასთან ერთად და ადარებს განსხვავებულ  ეპოქაში  სოფლის  მეურნეობისტრადიციული დარგების განვითარებას.
გეოგრაფია.IX.2მოსწავლეს  შეუძლია  განიხილოს საქართველოს მდებარეობა  და დაადგინოს  მისი  მნიშვნელობა  ქვეყნისათვის.
. აფასებს საქართველოს  მდებარეობას, ბუნებრივ  პირობებს  და სტრატეგიულ რესურსებს/ მინერალური რესურსები/, გამოთქვამს ვარაუდს   ქვეყნის  განვითარების პერსპექტივებზე
გეოგრაფია..IX.6 მოსწავლეს  შეუძლია გაანალიზოს  საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და   მათი განვითარების  პერსპექტივაზე.
მსჯელობს საქართველოს  სტრატეგიულიდარგების განვითარების პერსპექტივებზე.
თანმიმდევრობა
A ფაზა      
1.      კითხვა  პასუხი  /8  წუთი/
ა/მეტალები და არამეტალები  როგორ  არის  განლაგებული  პერიოდულ  სისტემაში?
ბ/ ეხლა  ეკრანზე  გამოჩნდება  ქეთევან  კუპატაძის  კლიპი „  მუსიკა  და  ქიმია“  რა დასკვნას  გააკეთებდით?
გ/ ეკრანზე  ჩანს  როდოსის  კოლოსი,   რა გახდა  დანგრევის  მიზეზი?
                       B    ფაზა
მოსწავლეებს  წინასწარ  მომზადებული  აქვთ  პრეზენტაციები  წყვილებში ./დაამზადეს სლაიდები/
ა/  მეტალები   /მ. გველესიანი და ნ. ნოზაძე,  2 წუთი/
ბ/შენადნობები.  / ა.ციყელაშვილი და ნ. ციცქიშვილი.   2 წუთი/
გ/ ისტორია  და მეტალები./ ნოდარ  ჩაჩანიძე და ნიკა  ქემოკლიძე.2 წუთი/
ისტორიის მასწავლებლის ინფორმაცია სხვადასხვა ისტორიული ეპოქების შესახებ.კითხვა პასუხი.
დ/ ოქრო  /ა. გაჩეჩილაძე და თ. გოგატიშვილი. 2 წუთი/
ე/კოროზია./ თ.კუპრაძე და მ. ხარებაშვილი.2 წუთი/
გეოგრაფიის მასწავლებლის ინფორმაცია საქართველოს მდებარეობის, ბუნებრივი პირობების  და სტრატეგიული რესურსების შესახებ.კითხვა პასუხი.
ვ/კონტურულ  რუკებზე მუშაობა და რესურსის შექმნა.5 წუთი
ქიმიის  მასწავლებლის ინფორმაცია  არამეტალების შესახებ. 1 წუთი.
ზ/ არამეტალები /  ა. ბიწაძე . 2 წუთი/
 არამეტალებია  და მეტალების  ოქსიდების გარჩევა./ ცხრილი/
  მოსწავლეები  ჩაატარებენ  ექსპერიმენტებს, შეადარებენ მეტალების აქტიურობას  / ნატრიუმი და კალიუმი, მაგნიუმი და რკინა , თუთია და სპილენძი  და სხვა/
C  ფაზა
  შეფასება  წინასწარ  შემუშავებული    რუბრიკებით.
დავალება  გვ. 67  როგორია  თქვენი წარმატება. /თვითშეფასებისათვის/
შეფასება
განმავითარებელიდაგანმსაზღვრელიშეფასება, რომელიცშეფასდებარუბრიკებით
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.Google.ge
სახელმძღვანელო, სინჯარები, კოლბები, ქიმიური ჭიქები, წკირი , ფილტრის ქაღალდები, ინდიკატორები სპირტქურა, ასანთი. ნივთიერებები; ნატრიუმი, კალიუმი ,მაგნიუმი . კალციუმი წყალი, მარილმჟავა შაბიამანი. გოგირდი, ნახშირბადი


მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასების  განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმი
3-4
5-6
7-8
9-10
1.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს;
მიჰყვება ინსტრუქციებს, მაგრამ ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალიწინებულია, დავალება სრულ-ყოფილად არის შესრულებული
2.
გაკვეთილზე ჩართულობა
არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, მხოლოდ პასიური მსმენელის როლს ასრულებს.
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,მაგრამ არ იჩენს დიდ დაინტერესებას თემის გარშემო.
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ ყურადღება ეფანტება.
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. დამოუკიდებლად გამოთქვამს აზრს დასმული საკითხის გარშემო. მსჯელობს და გამოაქვს მართებული დასკვნები.
3.
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება
არ ასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს.
ასრულებს სამუშოს, მაგრამ ეკითხება სხვებს შესრულების გზებს.
მუშაობს დამოუკიდებლად,
მაგრამ ზოგიერთი საკითხის შესრულების დროს სჭირდება მასწავლებლის დახმარება.
მუშაობს დამოუკიდებლად, ასრულებს მითითებულ დავალებებს სწორად, თეორიული ცოდნის და ფორმულების გამოყენებით.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
   დაბალი
       1–4
საშუალო
5–6
კარგი
7–8
საუკეთესო
9–10
პრეზენტაციის
ვიზუალური ნაწილი
მოუწუსრიგებელია/ არ შეესაბამება შინაარსს
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს
მოწესრიგებულია,  შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად ორიგინალურია
საკმარისად ორიგინალურია
მთლიანად ორიგინალურია
დავალებასთან შეესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
მიყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგი შეუსაბამოა
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
მთლიანი შთაბეჭდილება 
მიზანი არ არის მიღწეული, ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მიღწეულია გარკვეული მიზანი. მოთხოვნა, ზოგადად გათვალისწინებულია
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული
საბოლოო შეფასება ქულათა ჯამი გაყოფილი 4-ზე

მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად





























 






ინტეგრირებული გაკვეთილის  „მეტალები და არამეტალები“  რეფლექსია.

            იხ. ბმული  http://qetiarjevanidze244.blogspot.com/p/blog-page_10.html
       საბუნებისმეტყველო  საგნების  ცოდნა მოსწავლეს  ეხმარება ამ სამყაროს  უკეთ  შეცნობაში და უვითარდებათპრაქტიკული  მოღვაწეობის   უნარ ჩვევა.ინტეგრირებულ  გაკვეთილში  კარგად ჩანს საგანთაშორისი კავშირები,საბუნებისმეტყველო საგნებში /ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია/კარგად ჩანს ეს კავშირი. შევეცადეთ ინტეგრირება  ჰუმანიტარულ და სხვა საგნებთან დაგვეკავშირებინა. ავირჩიეთ ქიმია, ისტორია და გეოგრაფია, ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეებს შეეცნოთ და წარმოეჩინათ სამყაროს ცვალებადობა, გარდამავლობა,მსგავსება და განსხვავების  შედარება ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს აზროვნების გაფართოებას და ამ საგნების მიმართ ინტერესიც გაუძლიერდებათ.   ჩვენი მიზანი იყო მეტი ვუსმინოთ, ვიდრე ვესაუბროთ, უფრო მეტად დავაინტერესოთ და დავეხმაროთ სწავლაში.
            კლასში    32  მოსწავლეა, გაკვეთილის მსვლელობის დროს ყველა მოსწავლე აქტიურად  იყო ჩართული ძალიან საინტერესო ინფორმაციები ჰქონდათ მოძიებული „მეტალები და ისტორია“ ,
„შენადნობები“ , „კოროზია„ „ არამეტალები“ და სხვა./იხ. ბმული/ მოსწავლეები ერთმანეთთან და ჩვენთან თანამშრომლობდნენ, იმუშავეს Pover Point-ში,გაკვეთილზესაინტერესოპრეზენტაციებიწარმოადგინეს. ისტორიასიმოიძიესქვის, ბრინჯაოს, სპილენძის, ოქროსხანები ,რომელიცსაინტერესოდდაუკავშირესგაკვეთილისთემას.შექმნესკედლისგაზეთები, რომელიცგამოვფინეთკაბინეტში.საქართველოში გავრცელებული სასარგებლო წიაღისეული გაგვაცნეს იმუშავეს კონტურულ რუკებზე წყვილებში,იმსჯელეს წიაღისეულის გამოყენების შესახებ.
            აღწერეს მეტალების და არამეტალების თვისებები და იმსჯელეს ზოგიერთი ნაერთების წარმოებისა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესახებ. დაგეგმეს და ჩაატარეს ექსპერიმენტები: მეტალების აქტიურობის შედარება მათი ოქსიდების მიღება ,კლასიფიკაცია და გააკეთეს დასკვნები, თუმცა ექსპერიმენტის ჩატარების დროს მოსწავლეებმა ზუსტად ვერ დაიცვეს უსაფრთხოების წესები.
            მოსწავლეებმა გაკვეთილზე  შეძლეს ინფორმაციის  მოძიება, მსჯელობა ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე,მათ გამოყენებაზეყოფა -ცხოვრებაში საინტერესოდ წარმოაჩინეს ისტორიული ხანებს და მეტალებს შორის კავშირი, შექმნეს საქართველოს  წიაღისეულის რუკა.
            მოსწავლეებს განუვითარდათ კომუნიკაციის, კოლაბორაციის, კრიტიკული აზროვნების, კვლევა -ძიების       უნარები. შემდეგში ვაპირებთ  ინტეგრირებული გაკვეთილები დავაკავშიროთ ქართულთან, მათემატიკასთან, რათა მოსწავლეები უფრო დავაინტერესოთ  საბუნებისმეტველო საგნებით  და აიმაღლონ ცოდნის დონე.

სსიპ ქალაქ ხაშურის  N1 საჯარო სკოლის ქიმიის

                                   მასწავლებელი   ქეთევან არჯევანიძე.


                                     

                                                                გაკვეთილის გეგმ

გაკვეთილის  თემა
ნარევიი ს გასუფთავების  ხერხებ/როგორ დავყოთ ნარევები/.
სწავლების საფეხური
II  საფეხური  ,  VIII კლასი
მასწავლებლის სახელი, გვარი
 ქეთევან არჯევანიძე
მოსწავლეთა რაოდენობა 
26 მოსწავლე
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0  მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
 გაარჩიოს  სუფთა ნივთიერება და ნარევი.შეძლოს ექსპერიმენტის ჩატარება და დასკვნის გამოტანა. შეარჩიოს საჭირო აღჭურვილობა და ჩაატაროს  შესაბამისი ცდები.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები  /ინდიკატორები
ქიმია VIII  6. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა კლასიფიცირება. ნარევის კომპონენტებად დაყოფა.
v  ფლობს ნარევის კომპონენტებად დაყოფის ხერხებს,გეგმავს და ატარებს შესაბამის ცდებს.
v  კვლ.1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
v  კვლ 2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი ეტაპების პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
v  კვლ.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.


გაკვეთლის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი.
A ფაზა/გამოწვევა
აქტივობა 1./15 წუთი/
სამოტივაციო საუბარი  კოთხვა პასუხის რეჟიმით.
აქტივობა 2. ექსპერიმენტი/ 20 წუთი/
B  ფაზა/ შინაარსის რეალიზება/
მოსწავლეებს ვყოფ  4   ჯგუფად ფერადი ფურცლების მიხედვით/. ყუთიდან ყველა მოსწავლე იღებს სხვადასხვა
 ფერის ფურცელს/.
პირველი ჯგუფი- ჭუჭყიანი სუფრის მარილის გასუფთავება.
მეორე  ჯგუფი- არაერთგვაროვანი სითხის ნარევის გასუთავება.
მესამე  ჯგუფი-ერთგვაროვანი  ნარევიდან  მყარი მარილის მიღება.
მეოთხე ჯგუფი- სპირტის და წყლის ნარევის გასუფთავებისთვის საჭირო მოწყობილობის აწყობა. რკინის და ცარცის  ნარევის განცალკევება.
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს/5 წუთი/
C ფაზა/ რეფლექსია
შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით ტიპი განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
მოსწავლეები ჯგუფებში აფასებენ ერთმანეთს./3წუთი/
ვძლევ საშინაო დავალებას „როგორ დავყოთ ნარევი“
გვ,19

საჭირო რესურსები
 ტექნიკა-ციფრული აპარატი
ინსტრუმენტები: კოლბები, წკირი, რეაქტივები,, სპირტქურა, მაგნიტი, შტატივი, მრგვალზრა.
/ვიურცის კოლბა/ თერმომეტრი. ფაიფურის ჯამი. ასანთი,ქიმიური  ჭიქები, გამყოფი ძაბრი, ძაბრი, ფილტრის ქაღალდი.
სახელმძღვანელო: ვარდიაშვილი   VIII კლასი.
class="MsoNormal">

No comments:

Post a Comment