პრეზენტაციები



გაკვეთილის თემა
ჟანგბადი  /წვა, ჟანგვა,სუნთქვა/
სწავლების საფეხური
II საფეხური,IX კლასი
მასწავლებლის სახელი, გვარი
ქეთევან არჯევანიძე
მოსწავლეთა რაოდენობა  
18 მოსწავლე
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
ქიმიის და ბიოლოგიის ინტეგრირებით  ჟანგვის და სუნთქვის პროცესების დანახვა,გარემოსთან სწორი ურთიერთობისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები ,
  1. ბუნება  მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს მის გარშემო და ბუნებაში მიმდინარე ქიმიურ მოვლენებს
  • მოჰყავს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე ქიმიური მოვლენის მაგალითები/წვა, ჟანგვა, სუნთქვა, კოროზია/
  • აგროვებს ინორმაციას ტოქსიკური ნივთიერებების შესახებ, მსჯელობს მათ მოქმედების მოსალოდნელ შედეგებზე
  • 2.ბუნება მოსწავლე ამოიცნობს უჯრედის ზოგიერთ კომპონენტს/მაგ. მიტოქონდრია/ და ასახელებს მათ ფუნქციას*
  • ქმნის ფოტოსინთეზისა და სუნთქვის მარტივ სქემატურ გამოსახულებას და ადარებს ამ პროცესებს
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
მოსწავლეები ცოდნის გაღრმავების მიზნით  შეიძენენ ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარს.  შეძლებენ სხვადასხვა დიაგრემების შედგენას.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს  ქიმიაში შეუძლიათ ჟანგბადთან რეაქციების დაწერა და გასწორება და ჟანგბადის ფიზიკური და ქიმიური თვისებები.იცნობენ უჯრედს. შეუძლიათ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, VUE პროგრამის გამოყენება
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა/ გამოწვევა
აქტივობა1/5წუთი/

სამოტივაციო საუბარი კითხვა პასუხის რეჟიმით
აქტივობა 2/5წუთი/

სიტუაციური ამოცანა  მონიტორზე ჩნდება როდოსის კოლოსი.
რატომ დაინგრა როდოსის კოლოსი? მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს ინდივიდუალურად.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება

მოსწავლეებს ვყოფთ სამ ჯგუფად  ფერადი ფურცლების მიხედვით/ყუთიდან სათითაოდ ყველა მოსწავლე იღებს სხადასხვა ფერის (სამი) ფურცლებს.

პირველი ჯგუფი - ამზადებენ პრეზენტაციას წინასწარ მოძიებული ინფორმაციით წვის და ჟანგვის რეაქციებზე.ატარებენ ცდებს ნახშირის წვა, მეტალის დაჟანგვა. იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიას. ადგენენ ვენის დიაგრამას VUE პროგრამაში
წვის და ჟანგვისპროცესების შედარებისთვის
.
მეორე ჯგუფი - ამზადებენ პრეზენტაციას წინასწარ მოძიებული ინფორმაციით თუ რა პრობლემას და რა საფრთხეს უქმნის გარემოს წვის და ჟანგვის რეაქციები და წარმოადგენენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს.

მესამე ჯგუფი - ამზადებენ პრეზენტაციას წინასწარ მოძიებული ინფორმაციით სუნთქვის ორგანოებზე. ატარებენ ექსპერიმენტს ფილტვში ჰაერის მოცულობის შესახებ.VUE პროგრამაში ადარებენ სუნთქვას და ფოტოსინთეზს. ქმნიან სქემებს./10 წუთი/

მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს,კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით ადარებენ, აანალიზებენ, ქმნიან ასოციაციურ კავშირებს და ვენის დიაგრამებს/5წუთი/
პროექტორით აჩვენებენ ადამიანის არასწორ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ და ეძებენ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს/3წუთი/


C ფაზა/რეფლექსია

შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით ტიპი განმავითარებელი და განმსაზღვრელი

მოსწავლეები ჯგუფებში აფასებენ ერთმანეთს. /3წუთი/

ვაძლევ საშინაო დავალებას „ჰაერის ჟანგბადი ხმელეთისა და წყლის მცენარეთა მოღვაწეობის პროდუქტია“/2წუთი/
საჭირო რესურსები
ტექნიკა-კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპარატი
ინსტრუმენტები -კოლბები, წკირები, რეაქტივები,სპირტქურა,რკინის კოვზი, კრისტალიზატორი, ჩხირი,პლასტმასის ბოთლი,ასანთი
სახელმძღვანელო ვარდიაშვილი IX კლასი. პროგრამები VUE,  
Wikipedia, Google.ge


No comments:

Post a Comment